HIPPOCRATES.EDU.GE - მთავარი

მთავარი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე” წარმოადგენს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელს, რომელსაც თავისი ღირსეული ადგილი უკავია  ქართულ სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცეში.


,,ჰიპოკრატე” - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული და აკრედიტებული სასწავლო უნივერსიტეტი, სახელმწიფო დიპლომის გაცემის უფლებით.

,,ჰიპოკრატე” - მაღალი აკადემიური დონე, ინტელექტუალური გარემო, განსაკუთრებული ურთიერთობა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

,,ჰიპოკრატე”  - სასწავლო და კლინიკური ბაზები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შემადგენლობით.

,,ჰიპოკრატე”  -  მაგისტრატურა და რეზიდენტურა.

,,ჰიპოკრატე” - სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

,,ჰიპოკრატე”  -  ინგლისური ენისა და კომპიუტერის მაღალ დონეზე შესწავლა.

,,ჰიპოკრატე”  -  სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის.

,,ჰიპოკრატე”  -  აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი.

ზოგადი ცნობები ჰიპოკრატეს შესახებ

  ზოგადი ცნობები ჰიპოკრატეს შესახებ

ჰიპოკრატეს ფიცი

 

ჰიპოკრატეს ფიცი საუკუნეების განმავლობაში ექიმის მორალური კოდექსი იყო. ფიცის ტექსტის კლასიკური ვერსია შემდეგნაირად ჟღერს: ,,ვფიცავ აპოლონ მკურნალს, ასკლეპიოსსა და ყველა ღვთაებას, მათ ვიმოწმებ, რომ ფიცს ისე შეავსრულებ, როგორც შემეძლება. იმ ექიმს, რომელმაც ხელობა მასწავლა ისეთ პატივს მივაგებ, როგორსაც საკუთარ მამას, ჩემს შემოსავალსაც კი გავუნაწილებ. ხელობას კი, რომელმაც მან მასწავლა, მის ვაჟებს ვასწავლი და მათ, ვინც ეს ფიცი დადო, სხვას-არავის. ავადმყოფობის განსაკურნებლად ყველაფერს გავაკეთებ, მათ ზიანს არ მივაყენებ. თუ რომელიმე მათგანი მომაკვდინებელ საშუალებას მომთხოვს, არ მივცემ და არც სიკვდილის გზას ვასწავლი. ქალებს სააობორტე საშუალებას არ მივცემ, ჩემი ცხოვრება წმინდა და უმწიკვლო იქნება. რომელ სახლშიც არ უნდა შევიდე, ავადმყოფის საკეთილდღეოდ შევალ, ცუდი აზრები არ მექნება არც მისი და არც მისი ოჯახის წევრების მიმართ. არც სქესობრივ კავშირს დავამყარებ მასთან, თუნდაც მონა იყოს. რაც არ უნდა გავიგო სახლში, საიდუმლოდ შევინახავ. თუ ამ ფიცის ერთგული ვიქნები, ღმერთმა ბედნიერი სიცოცხლე და დიდება გამომიგაზვნოს, თუ მას დავარღვევ, საპირისპირო მოხდეს”
ჰიპოკრატემ იმდენად ბევრი რამ გააკეთა მედიცინაში, რომ მედიცინის  მამად შერაცხეს.